FAQ
სად შემიძლია შევიძინო ღონისძიების ბილეთები?
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge - ზე.
რა განსხვავებაა VIP და Regular ბილეთებს შორის?
VIP ბილეთის მფლობელები ისარგებლებენ დამოუკიდებელი შესასვლელით Factory Tbilisi-ში, სადაცგადაეცემათ სპეციალურად შექმნილი vip gift box.
დარბაზში სპეციალურად გამოყოფილი ადგილები არ არსებობს, venue ში მოქმედებს first come first served method.
თუ ბილეთი unburned.live ზე შეიძინე
თუ ბილეთი unburned.live -ზე შეიძინე, შოუზე მისახვედრად ქიუარ კოდს, შენ მიერ მითითებულ იმეილზე ლაივამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებ.
მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა ღონისძიებაზე?
ასაკობრივი შეზღუდვა: 14+. (14 და 15 წლის ბილეთიან მოზარდებს თან უნდა ახლდეთ ასევე ბილეთიანი ზრდასრული პირი).
მედია აკრედიტაცია
მედია აკრედიტაცია გაიცემა შეზღუდული რაოდენობით და კონკრეტული დათქმით - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედიასაშუალება (როგორც ტრადიციული, ისე ციფრული) 2026 წლის 18 სექტემბრამდე წერილობით მოგვმართავს ჩვენს იმეილზე (Info@unburned.live), სადაც წინასწარ დაარეგისტრირებს საკუთარ ჟურნალისტს/წარმომადგენელს ლაივის გასაშუქებლად. წერილში ახსნილი უნდა იყოს, რომელ პლატფორმაზე და რა ფორმატით დაგაშუქდება ღონისძიება.
რა დაგხვდებათ 25, 26 სექტემბერს
Factory Tbilisi-ის კარი 7 საათზე გაიხსნება. ეზოს სივრცეში შეძლებთ უნიკალური მერჩის შეძენას (მხოლოდ შოუზე გაიყიდება), ტატუს გაკეთებას (სპეციალურად შოუსთვის შექმნილი ესკიზებიდან), გარე ბარით სარგებლობას.ნაკადებად დაყოფილი მაყურებელი გაივლის “დოგვილი”-ს სტილში წარმოდგენილ საგამოფენო სივრცეებს და შევა დარბაზში.
რა განსხვავებაა 25 და 26 სექტემბერს შორის?
ორივე დღის შოუ იდენტურია.
სად არის ღონისძიების ჩატარების ადგილი - Factory Tbilisi?
Factory Tbilisi მულტიკულტურული სივრცეა წერეთლის 114 ნომერში (ყოფილი კოკა-კოლის ქარხანა)
ვინ იქნება Secret Guest შოუზე?
ამ კითხვაზე პასუხს 25 სექტემბერს გაიგებთ.
რამდენი ხანი გრძელდება ღონისძიება?
კარი იხსნება 19:00 - ზე, შოუს დასაწყისია 21:00 დასრულების დრო კი 23:00.
რიგის თავიდან ასაცილებლად და საგამოფენო პავილიონის დასათვარიელებლად ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად ადრე მოხვიდეთ.
რამდენ სიმღერას მოიცავს track list?
25+ tracks!
დამატებითი კითხვებისთვის:
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მეილზე info@unburned.live !